Wednesday, November 12, 2008

საცდელი პროექტი "ალკოჰოლი და მოზარდი"

პროექტის სახელი: "ალკოჰოლი და მოზარდი"
პროექტის მოკლე აღწერა:
მოზარდებში ალკოჰოლის მიღება იწვევს ნეგატიურ შედეგებს, საფრთხესა და სარისკო ქცევებს. მოსწავლეები ეძიებენ გზებს როგორ აღმოფხვრან ეს მავნე ჩვევა თანატოლებში.
პროექტის სრული აღწერა: პრობლემა-ალკოჰოლი მავნე ზეგავლენას ახდენს მოზარდთა ჯანმრთელობაზე, ქმნის საფრთხეს და მიყავს მოზარდი დანაშაულისკენ.
მიზანი-შევძლოთ დარწმუნება ახალგაზრდა თაობის მის მავნებლობაში, პრაქტიკულად შეძლონ თავის დაღწევა ამ მავნე ჩვევისაგან, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა.
ამოცანები და გზები: ცოდნის ამაღლება, ინფორმაციის მიწოდება ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხისა და შესაძლო სარისკო ქცევების შესახებ. მოსწავლეები იძიებენ ისტორიულ ფაქტებსა და სტატისტიკურ მონაცემებს ალკოჰოლის შესახებ, იძიებენ მოზარდები ინფორმაციას ალკოჰოლის შემადგენლობაზე და მის მავნე ზეგავლენაზე. ისინი დააკონკრეტებენ მოცემული ინფორმაციების საფუძველზე რა დაავადებებს იწვევს ალკოჰოლის ხშირი მოხმარება. პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება მუშა ჯგუფი-8 მოსწავლე.
ვადები/ხანგრძლივობა: პროექტის ხანგრძლივობაა 1 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სქემის შევსება, მოსწავლეები აქტიურად აწარმოებენ გამოკითხვებს, მართავენ დისკუსიას, აცნობენ ერთმანეთს მოძიებულ ინფორმაციებს, კინოფილმების გახსენება, სადაც გმირი ალკოჰოლს ეტანება,როლური თამაში: "ალკოჰოლის ერთი ჩვეულებრივი დღე - დისკუსიის გამართვა", მოსწავლეები გამოკვეთენ პრობლემებს: არასასურველი ორსულობა, დანაშაულებები, ძალადობა, ავტოსატრანსპორტო შემთხვევები. როლური თამაში: "როგორ ვთქვათ უარი ალკოჰოლზე" - თანატოლების დარწმუნება
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: მოზარდი გააზრებულად უარს იტყვის ალკოჰოლის მიღებაზე
სარგებელი სხვებისათვის: დარწმუნება ალკოჰოლის მავნებლობაში
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ლიტერატურა, ქიმია, ბიოლოგია და ICT
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ავალიანი მარინა
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: avalianimarina@gmail.com
პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea6abff
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://alkoholidamozardi.blogspot.com